დღეს, 2016 წლის 17 ივნისს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ქართველი ადვოკატების დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ევროპის საბჭოს მთვარი შესასვლელის წინ მჯდომარე აქცია გამართა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპელ დიპლომატებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას ქართველ ადვოკატებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვონ. ევროპის საბჭოს მთავარ ოფისში 1000-ზე მეტი პირია დასაქმებული, ევროპის საბჭოს მთავარ ოფისში განთავსებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისი.
ევროპის ადვოკატთა ასოციაცის პრეზიდენტმა მარია სლაზაკმა, მარსელა ბრასელმა, ალდო ბალგარელიმ , ხოს მარია-დავო ფერნანდესმა რამოდენიმეჯერ, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მიმართეს საქართველოს ხელიუფლებას გამოძიებული ყოფილიყო ადვოკატებზე ზეწოლის და ძალადობის ფაქტები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება სავარაუდო დამნაშავეებს ხელს აფარებს და თავისი უმოქმედობით ადვოკატების დევნას ახალისებს.
2016 წლის 17 ივნისის მჯდომარე აქცია ადვოკატთა კორპუსის ბრძოლის დასაწყისია, რომელიც ადვოკატების უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს. 9 ივნისიდან 12 ივნისამდე დაფიქსირდა ადვოკატებზე ზეწოლის სამი ფაქტი, რაც მიუთითებს ადვოკატების მიმართ განხორციელებული ძალადობის ახალ ტალღაზე. ზაზა ხატიაშვილი აცხადებს: ,,ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი, რომ 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მოსული ხელისულფლება არ გამოიძიებდა ადვოკატ ირინა საღინაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემეს და გაუპატიურებით დაემუქრენ. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა მარსელა ბრასელმა 2012 წლის ნოემბერში პირადად მიმართა მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს (რომელიც იყო ასევე მთავარი პროკურორი) აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით. ახალმა ხელისუფლებამ, ადვოკატ ირინა საღინაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის დამალვით, საფუძველი ჩაუყარა ახალ ირინა საღინაძეებს, მაგრამ თვითონ მეც ვერ წარმოვიდგენდი პოლიციაში ბორკილებდადებული ადვოკატის წამების ფაქტს, რაც გიორგი მდინარაძესთან მიმართებაშიბ მოხდა. არსად არ მსმენია სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი პოლიციაში ეწამებინოთ მხოლოდ იმიტომ, რომ არასრულწლოვანი დაცვის ქვეში მყოფ პირს განუმარტა უფლებები. ასევე არ მსმენია, რომ ის პირიები ვინც ბორკილები დაადო ადვოკატ გიორგი მდინარაძეს მსახურობდნენ პოლიციაში .
მოვუწოდებ საქართველოს ხელიუფლებას, გამოიძიოს ადვოკატებზე ძალადობის ყველა ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატების პროტესტი შეუქცევად ხასიათს მიიღებს“.